ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა

კანიე ვესტმა ჯორჯ ფლოიდის შვილს კოლეჯში სწავლა სრულად დაუფინანსა

Getty Images

კანიე ვესტმა ჯორჯ ფლოიდის 6 წლის შვილს, ჯიანა ფლოიდს, კოლეჯში სწავლის ფული მთლიანად დაუფარა.

ამასთან ერთად, ჰიპ-ჰოპ არტისტმა 2 მილიონი დოლარი გამოყო ჯორჯ ფლოიდის, აჰმუდ არბერისა და ბრეონა ტეილორის ოჯახებისთვის. ასევე, თანხის ნაწილი მოხმარდება ჩიკაგოსა და სხვა შტატებში მყოფი აფრო ამერიკელების ბიზნესების გადასახადების დაფარვას.

აშშ-ში კვირაზე მეტია საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს, რისი მიზეზიც 25 მაისს, პოლიციის მიერ აფროამერიკელი ადამიანის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაა. 

აფროამერიკელი კაცი, აჰმუდ არბერი, 23 თებერვალს ბრუნსვიკ სიტიში სირბილის დროს გასროლით მოკლეს. მის საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული.

ბრეონა ტეილორი კი, სულ მცირე 8 გასროლით მის სახლში შესულმა პოლიციელებმა მოკლეს. შემთხვევა მარტში მოხდა.

კომენტარები