არნოლდ შვარცნეგერი

არნოლდ შვარცნეგერი: ჩვენ დავბრუნდებით

Time

კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა და მსახიობმა არნოლდ შვარცნეგერმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ველოსიპედზე ამხედრებულ ვარსკვლავს პირბადე წარწერით We'll Be Back(ჩვენ დავბრუნდებით) უკეთია.

"ჩვენ დავბრუნდებით, ჩვენ ყველაფერს ერთად გადავიტანთ. თუ გსურს თავი დაიცვა და დააპურო ოჯახი, შეიძინე ნიღაბი."

"ჩვენ დავბრუნდებით" მსახიობის სავიზიტო ბარათად ქცეული ფრაზის - I'll Be Back - გადათამაშებაა, რომელიც შვარცნეგერმა პირველად ტერმინატორში თქვა.

ორიგინალური პირბადეების გაყიდვიდან შემოსული თანხა ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილ ოჯახებს მოხმარდება.

შვარცნეგერი კორონავირუსთან ბრძოლაში აქტიურად არის ჩართული, მან საქველმოქმედო ორგანიზაციაში 1 მილიონი დოლარი გადარიცხა. ასევე მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ არაერთხელ მოუწოდა.

21 აპრილის მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 800,970 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან გამოჯანმრთელდა 73,527 და გარდაიცვალა 42,970 ადამიანი.

კომენტარები