ბასილ კობახიძე: ვნანობ, რომ ნაძირალა სუბარი არ გავრიცხე სასულიერო აკადემიიდან

ტყუილად არ ვუწოდე სოზარ სუბარს ნაძირალა, ვნანობ რომ არ გავრიცხე სასულიერო აკადემიიდან, ეს უცოდინარი დემაგოგი. პანდემიის დროს ისევ თავის კარიერას იკეთებს ხალხის სიცოცხლის ხარჯზე და მკვლელ ეკლესიას აქებს. სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას ესხმის თავს, რადგან ნინომ დაწერა რომ ქრისტე ასფიქსიით გარდაიცვალა და ახლა კორონათი დაავადებულები რეანიმაციაში იგუდებიან, ამიტომ არ უნდა გავიმეტოთ ადამიანებიო. ეს არამზადა სოზარი უპირისპირდება რათა ეკლესიას ასიამოვნოს და ამბობს, ეგ იუდა მოკვდა ასფიქსიით და არა ქრისტე, ჯერ სახარება წაიკითხოს სახალხო დამცველმაო. სინამდვილეში გათახსირებულ სოზარს სახარება თვითონ არ აქვს წაკითხული. ჯვარცმული ქრისტე სწორედ ასფიქსიით მოკვდა, ჯვარზე გაკრული ის ნელ ნელა იხუთებოდა, რადგან მკერდის ძვლები აწვებოდნენ მის ფილტვებს და გულს და რამდენიმე საათის შემდეგ საბოლოოდ დაიხუთა. დღეს კი სოზარ სუბარი საკუთარი კარიერისათვის ყიდის ადამიანების სიცოცხლეს და ყიდის ჯვარცმულ ქრისტეს .

თეოლოგი ბასილ კობახიძე რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, სოზარ სუბარს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ "სახარებაში ასფიქსიით სხვა ადამიანი გარდაიცვალა, მაცხოვარი სხვა სიკვდილით აღესრულა"

კომენტარები