Facebook

მარკ ზაკერბერგი: აშშ-ს 720 000 სახის ნიღაბს ვაჩუქებთ, ვმუშაობთ უფრო მეტ შემოწირულობებზე

Getty Images

Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ზაკერბერგის თქმით, კომპანია ამერიკას 720 000 სახის ნიღაბს აჩუქებს.

მარკ ზაკერბერგმა ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. მისივე თქმით, მათ სახის ნიღბები იმ შემთხვევისთვის ჰქონდათ შეძენილი, თუ ხანძრები გაგრძელდებოდა.

"ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებს სასწრაფოდ სჭირდებათ მეტი დამცავი მექანიზმი. დახმარებისთვის, Facebook-ი რეზერვში არსებულ 720 000 სახის ნიღაბს შეწირავს [ამერიკას], რომლებიც იმ შემთხვევისთვის გვქონდა შეძენილი, თუ ხანძრები გაგრძელდებოდა. ჩვენ ასევე ვმუშაობთ მილიონების მოზიდვაზე მეტი შემოწირულობებისთვის. იმედი მაქვს, ყველანი ჯანმრთელად და უსაფრთხოდ ხართ!", - წერს ზაკერბერგი.

23 მარტის მონაცემებით, ამერიკაში კორონავირუსით დაინფიცირების 35 079 შემთხვევა არის დაფიქსირებული. გამოჯანრმთელებულია 178 ადამიანი და გარდაცვლილია - 458.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით 353 243 ადამიანი არის დაინფიცირებული. გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 100 605 შეადგინა, ხოლო გარდაიცვალა 15 408 ადამიანი.

კომენტარები