მორის ყვითელაშვილი

მორის ყვითელაშვილმა ფიგურულ ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

მორის ყვითელაშვილი ფიგურული სრიალის ევროპის ჩემპიონატზე კაცების კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ყვითელაშვილმა 246.71 ქულა დააგროვა და 0,03 ქულით ჩამორჩა ვერცხლისმედალოსან რუს არტურ დანიელიანს.

ჩემპიონატი ავსტრიის ქალაქ გრაცში მიმდინარეობს.

ევროპის ჩემპიონატზე მედალი საქართველოდან ამ დრომდე მხოლოდ ელენე გედევანიშვილს ჰქონდა მოპოვებული.

მორის ყვითელაშვილი მოსკოვში ვარჯიშობს. მისი მწვრთნელები ეთერ თუთბერიძე და სერგეი დუდაკოვი არიან.

კომენტარები