აქციის დაშლა

არჩილ თალაკვაძე პარლამენტში მივიდა

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ერთ-ერთი პირველია, ვინც დღეს საკანონმდებლო ორგანოში მივიდა, თუმცა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხა. 

კითხვაზე, თუ რამდენად სწორი და კანონიერი იყო გუშინდელი პროცესები აქციის დაშლასთან დაკავშირებით ან აპირებს თუ არა ოცნება დათმობაზე წასვლას, თალაკვაძემ კომენტარი არ გააკეთა. 

პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ ბიუროს სხდომა გამართა. სხდომა პარლამენტში მას შემდეგ გაიმართა, რაც სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით დაშალა.

პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტი მოახდინა და ქართული ოცნების დეპუტატები შენობაში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით.

კომენტარები