კიმ კარდაშიანმა კანიე ვესტის შეხედულებებზე ისაუბრა, რომელიც თვლის რომ მისი ცოლის ჩაცმულობა ხანდახან "ზედმეტად სექსუალურია".
"ის ჩემი ქმარია და ცხადია, მინდა რომ პატივი ვცე მას, მის გრძნობებსა და რასაც ის გადის ცხოვრების ცვლილებისას. ბავშვები იზრდებიან და ის ძალიან დაინტერესებული რა ხდება სახლში. ჩვენ ავიღეთ ტელევიზორები ბავშვების ოთახებიდან და ასევე გამოვიტანეთ მაკიაჟი ნორსის ოთახიდან", - თქვა კიმ კარდაშიანმა.
მისივე თქმით, კანიე ვესტი საოცარი მამაა, თუმცა ბოლო დროს შვილებთან ურთიერთობაში უფრო მკაცრი გახდა.
"მე ყოველთვის მე ვიქნები. ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რა არის ზედმეტი. მე ოთხი შვილის დედა ვარ, შემდეგ წელს კი 40-ის ვხდები, როდის უნდა გაჩერდე? ჩვენ გვქონდა დისკუსია და ის ჩხუბი, დღის ბოლოს კი ხვდები რომ სწორედ ეს არის ქორწინება. თუმცა არის ხაზი - აკეთო ის, რაც თავს კომფორტულად გაგრძნობინებს, ასევე ცოტათი ვიზიარებ მის შეხედულებებსაც, პატივს ვცემ რასაც ის ამბობს და სრულად კომპრომისზე მივდივარ", - თქვა კიმ კარდაშიანმა.
ჩხუბი, რომელიც კიმ კარდაშიანმა ახსენა, მას და კანიე ვესტს შორის "Keeping Up with the Kardashians"-ის ერთ-ერთ სერიაში მოხდა. კანიე ვესტს პრობლემა ჰქონდა კიმ კარდაშიანის Met Gala-ს ჩაცმულობასთან, რადგან თვლიდა რომ ის "ზედმეტად სექსუალური" იყო.
"არ მეგონა, რომ ეს მოქმედებდა ჩემს სულზე, როგორც დაქორწინებულ ადამიანსა და ოთხი შვილის მამაზე - რას ფიქრობ ოთხ შვილზე? კორსეტი ტრუსს გავს, ის სექსუალურია და სექსუალურია ვისთვის? ჩემზე მოქმედებს, როდესაც სურათები ძალიან სექსუალურია", - ეუბნებოდა კანიე ვესტი კიმ კარდაშიანს სერიაში.
ოქტომბრის დასაწყისში კანიე ვესტი ქრისტიანი გახდა და მისი თქმით, ის ახლა ამ მოგზაურობაშია.