საქართველოს საპატრიარქო

ქრისტეფორე წამალაიძის შვილი, იასონ წამალაიძე გარდაცვლილი იპოვეს

მარგვეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრისა და სინოდის ყოფილი წევრის, ქრისტეფორე წამალაიძის შვილი, ეპისკოპოსი იასონ წამალაიძე გარდაიცვალა. ინფორმაცია "ტაბულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.  

გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლის იასონ წამალაიძე, რომელიც მეტრომშენის დასახლებაში მდებარე ეკლესიაში მსახურობდა, გარდაცვლილი დღეს დილით იპოვეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ცნობისთვის, ქრისტეფორე წამალაიძე წერილის ადრესატია, რომელშიც 1988 წელს სემინარიის სტუდენტმა სემინარიის მაშინდელ რექტორს (ეპისკოპოსს) და წილკნისა და დუშეთის ამჟამინდელ მიტროპოლიტს, ზოსიმეს სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი.  

5 იანვარს ქრისტეფორე წამალაიძე საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და თქვა, რომ საჭიროა მოიწვიონ საერთო საეკლესიო კრება (არა სინოდის კრება), სადაც განიხილავენ მართლმადიდებელ ეკლესიაში დაგროვებულ სხვადასხვა პრობლემას.

კომენტარები