სინოდის სხდომა

წულუკიანი: ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რომ  პატრიარქმა თავი იგრძნოს დაცულად

ბრმა უნდა იყო, რომ არ დაინახო ის, რასაც ჩვენ ყველა ვხედავთ. მიმდინარეობს მიზანმიმართული თავდასხმა და თავდასხმების სერია უკვე მრავალი თვეა ეკლესიაზე და გუშინ ამან მიაღწია პიკს, როდესაც მოხდა ასეთი ღია და აგრესიული თავდასხმა საქართველოს პატრიარქზე. ჩვენი პოზიცია არის ძალიან პრინციპული და მყარი, რომ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ  პატრიარქმა თავი იგრძნოს დაცულად და მან შეძლოს, მიუხედავად მისი ასაკისა, გააგრძელოს  რაც შეიძლება დიდხანს ეკლესიის მართვა. ეს ძალები ვინც თავდასხმის უკან დგას მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის გამოსაცნობი არ არის, ეს არიან ის ძალები, რომლებიც ებრძვიან ყველაფერს ზოგადად, რაზეც დგას ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვგულისხმობთ ყველას, ვინც რამდენიმე ხნის წინ თავდასხმას ახორციელებდა სახელმწიფოზე, მის სტრუქტურებზე. ახლა, როგორც ჩანს ჩათვალეს, რომ ღია დაპირისპირებისა და თავდასხმების საგნად უნდა იქცეს ის, ვინც არის ეკლესიაში მთავარი და არის ეკლესიის ღერძი. რომელმაც მოიტანა დღემდე არა მხოლოდ ჩვენი ეკლესია არამედ სახელმწიფოებრიობა. 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე. წმიდა სინოდის 31 ოქტომბრის სხდომაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა განაყენეს. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მან პატრიარქი "პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში" ამხილა.

კომენტარები