სინოდის სხდომა

პატრიარქი მეუფე პეტრეს სინანულისთვის შიომღვიმეში გზავნის

შიომღვიმის მონასტერი

საქართველოს საპატრიარქომ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ბრძანება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ: "ა.წ 31 ოქტომბრის წმინდა სინოდის განჩინებით მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გათავისუფლდა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობიდან და წმინდა სინოდის წევრობიდან და განმწესდა მონასტერში. მონასტრის ადგილად განესაზღვროს შიომღვიმე".

საქართველოს საპატრიარქომ გამოაქვეყნა კათოლიკოს-პატრიარქის მეორე ბრძანებაც, რომლის მიხედვითაც ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დადგინდა წალკის ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია.

წმიდა სინოდმა მიტროპოლიტი პეტრე ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობას ჩამოაცილა და მღვდელმოქმედება შეუჩერა. მიტროპოლიტმა პეტრემ სინოდის გადაწყვეტილების პასუხად განაცხადა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე "პედარასტიისა და მამათმავლობის" ცოდვითაა შეპყრობილი.

კომენტარები