კანიე უესტი

კანიე უესტის პასტორი: კანიემ რეპს თითქმის თავი დაანება, რადგან ეშმაკის მუსიკად თვლიდა

BBC.co.uk

პარასკევს, კანიე უესტის ახალი ალბომი "Jesus is King" გამოვა, თუმცა აღმოჩნდა რომ რეპერი რეპისთვის თავის დანებებას აპირებდა, რადგან მას ეშმაკის მუსიკად მიიჩნევდა.

ამის შესახებ, კანიე უესტის პასტორმა ადამ ტაისონმა ისაუბრა.

"ერთხელ, მან მითხრა რომ ის რეპერობას აღარ აპირებდა. მე ამის მიზეზი ვკითხე და მან მიპასუხა, რომ ეს ეშმაკის მუსიკაა, რაზეც მე მივუგე, რომ რეპი ერთ-ერთი ჟანრია და მას შეეძლო ღმერთისთვის გაერეპა.

მას ვუთხარი: ჩემი აზრით, შენ უნდა გამოიყენო ღმერთისგან მოცემული უნარები და ეს პლატფორმა ღმერთისვისვე გამოიყენო".

კანიე უესტმა, კალიფორნიის ერთ-ერთ ეკლესიაში 2019 წლის მაისში დაიწყო სიარული და სწორედ, იქ დაიწყო პასტორთან საუბარი.

რამდენიმე კვირის წინ, ცნობილი გახდა, რომ კანიე უესტი ქრისტიანი გახდა. მან ამის შესახებ უნივერსიტეტში ჩატარებული კონცერტისას თქვა.

კომენტარები