კანიე უესტი

კანიე უესტის ახალი ალბომი JESUS IS KING პარასკევს გამოვა

Getty Images

კანიე უესტი ტვიტერზე დაბრუნდა და დაწერა, რომ მისი ახალი ალბომი "Jesus is King" პარასკევს, 25 ოქტომბერს გამოვა.

ალბომის გამოსვლის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. თავდაპირველად, ის 27 სექტემბერს უნდა გამოსულიყო, თუმცა გაურკვეველი მიზეზით გადაიდო.

გასულ კვირას კანიე უესტმა, თავისი IMAX ფილმის "Jesus is King"-ის თრეილერიც გამოაქვეყნა, რომელიც ასევე პარასკევს გამოდის.

გულშემატკივრები ალბომს 29 აგვისტოდან ელოდებიან, მას შემდეგ რაც კიმ კარდაშიანმა ალბომში შესული სიმღერების სახელები გამოაქვეყნა.

კარდაშიანის ფოტოს მიხედვით ალბომში სულ 12 სიმღერაა შესული.

კომენტარები