კანიე უესტი

კანიე უესტის ფილმის Jesus Is King თრეილერი გამოვიდა

გასული თვის განმავლობაში კანიე უესტი თავისი ფილმის, Jesus Is King-ის ერთჯერად ჩვენებებს აწყობდა, ახლა კი სურათის მოკლე თრეილერი გამოუშვა. თრეილერის საუნდტრეკია სიმღერა “Say You Will”, რომელიც მთავრდება ამონარიდით მარკოზის სახარებიდან - „აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღვთის სასუფეველი. მოინანიეთ და იწამეთ სახარება” (1:15).

Jesus Is King-ის რეჟისორი ნიკ ნაითია. ფილმი კანიე უესტის 13 სიმღერისგან შედგება. ის უესტის იმავე სახელწოდების ახალი ალბომის თანმხლები ფილმია. ფილმის ნახვა ნახვა კინოთეატრებში მხოლოდ ერთი კვირის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. 

კომენტარები