კანიე უესტი და კიმ კარდაშიანი

კანიე უესტი თავის 6 წლის შვილს მაკიაჟის გამოყენების უფლებას არ აძლევს

კანიე ვესტი, კიმ კარდაშიანი და ნორს ვესტი

კიმ კარდაშიანმა E!-თან საუბრისას, თქვა რომ მას კანიე უესტთან პრობლემები შეექმნა, რადგან მათ ქალიშვილს ნორსს უფლება მისცა რომ მაკიაჟი გამოეყენებინა.

ნორს უესტი კიმ კარდაშიანის და კანიე უესტის პირველი შვილია და ის 6 წლის არის.

გასული წლის 31 დეკემბერს, კიმ კარდაშიანმა ოჯახის საახალწლო ფოტო გამოაქვეყნა, სადაც წყვილი თავის სამ შვილთან ერთად არის. მათ შორის ერთ-ერთი ნორს უესტია, რომელსაც წითელი პომადა უსვია. კარდაშიანის თქმით, სწორედ ამის შემდეგ მოუვიდა უთანხმოება თავის ქმართან.

"მას [ნორსს] უყვარს მაკიაჟი, მაგრამ მამა ამის გამოყენების უფლებას არ აძლევს. მან ყველა წესი შეცვალა. მე მას უფლება მივეცი, რომ საახალწლოდ წითელი პომადა წაესვა, ასევე მიმიცია უფლება, რომ თუ შავი ტანსაცმელი აცვია შავი პომადა წაისვას. კაილი მას თავისი ბრენდის ყველა ფერის პომადას აძლევდა, ამის გამო პრობლემები შემექმნა. ამიტომ ახლა მაკიაჟი აკრძალულია", - თქვა კიმ კარდაშიანმა.

კიმ კარდაშიანსა და კანიე უესტს ოთხი შვილი ყავთ, მათ შორის ნორსი ასაკით ყველაზე დიდია.

კომენტარები