შინეიდ ო'კონორი

“ყოველთვის მუსლიმი ვიყავი” -შინეიდ ო'კონორი გადაცემაში LGBT დროშიანი ჰიჯაბი ეცვა

შინედ ო’კონორი

ირლანდიელი მომღერალი, შინეიდ ო'კონორი ორშაბათს გადაცემაში “Good Morning Britain”-ში იმყოფებოდა, სადაც მას LGBT დროშიანი ჰიჯაბი ეცვა.

შინედ ო’კონორმა მუსლიმობასა და ყურანზე ისაუბრა.

“მუსლიმობა ყველა ინტელექტუალი თეოლოგის თავგადასავლის დასასრული უნდა იყოს. ყველა წმინდა წიგნს ისლამთან მივყავართ, რომელიც ყველა წმინდა წიგნს ზედმეტს ხდის”, - თქვა მომღერალმა.

შინედ ო’კონორი მუსლიმი 2018 წელს გახდა და სახელად შუჰადა დავიტი დაირქვა. 

“როდესაც ყურანის მეორე თავი წავიკითხე, ვიფიქრე - ღმერთო, მთელი ცხოვრებაა მუსლიმი ვარ და ამის შესახებ არ ვიცოდი”, - თქვა მომღერალმა.

მისივე თქმით, მუსლიმებმა ის თავიანთ “საზოგადოებაში” ძალიან კარგად მიიღეს.

”მუსლიმები საყვარელი და მოსიყვარულე ხალხი არიან, მიუხედავად იმისა რას ფიქრობენ მათზე. შენ მათი და ხარ”, - თქვა შინედ ო’კონორმა.

კომენტარები