გრენლანდია

გრენლანდია ტრამპს: არ ვიყიდებით

გრენლანდია

გრენლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დონალდ ტრამპს გრენლანდიის შესყიდვა სურდა.

"გრენლანდია მდიდარია ძვირფასი რესურსებით, როგორებიცაა მინერალები, სუფთა წყალი და ყინული, თევზი, ზღვის პროდუქტები, განახლებული ენერგია და ახალი საზღვარია სათავგადასავლო ტურიზმისთვის. ჩვენ ღია ვართ ბიზნესისთვის, არა გასაყიდად," - წერია გრენლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტერის გვერდზე.

ცნობა იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპს სურდა გრენლანდიის შეძენა, Wall Street Journal-მა გაავრცელა.

კუნძული ამჟამად დანიის ტერიტორიაა. დონალდ ტრამპი პირველი ამერიკელი პრეზიდენტი სულაც არაა, ვისაც გრენლანდიის გამოსყიდვა სურდა დანიისგან. გავრცელებული ცნობით, 1946 წელს მაშინდელ პრეზიდენტს, ჰარი ტრიუმანს სურდა კუნძული 100 მილიონ დოლარად შეეძინა.

 

კომენტარები