ხაზარაძისა და ჯაფარიძის ბრალი

ჯაფარიძე: პროკურატურის მიერ მოთხოვნილი გირაო არაადეკვატური და შეუსაბამოა

თუ აქცევთ ყურადღებას, ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიყოთ თავშეკავებულები ჩვენს განცხადებებში. ჩვენ ვსაუბრობთ იმ ზიანზე, რომელიც ქვეყანას ადგება ასეთი უპასუხისმგებლო მოქმედებების გამო. ჩვენ არ ვეთანხმებით ამ გირაოსაც, რომელიც მოითხოვა პროკურატურამ იმიტომ, რომ მიგვაჩნია სრულიად შეუსაბამოდ და არაადეკვატურად იმიტომ, რომ საუბარია 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს ფულის გათეთრებასთან - თეთრი ფულის გასესხება არ შეიძლება ჩაითვალოს ფულის გათეთრებად. ყველაზე ძლიერი იარაღი რაც გვაქვს, ეს არის სიმართლე და სრული გამჭვირვალეობა. ჩვენ სრული გამჭვირვალეობით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ არ მოხდეს ფაქტებით ან რაიმე გზით ვითარების მანიპულირება

TBC ბანკის დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ, ეს კომენტარი მედიასთან საქალაქო სასამართლოში მისვლამდე გააკეთა. საქალაქო სასამართლო დღეს ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. პროკურატურა მილიონ-მილიონ ლარიან გირაოს ითხოვს

კომენტარები