მრავალწლიანი ქორწინება

71-წლიანი ქორწინების შემდეგ ცოლ-ქმარი ერთსა და იმავე დღეს გარდაიცვალა

CNN

94 წლის ჰერბერტ დილეიგლი და 99 წლის მერლინ ფრანცეს დილეიგლი 12 საათის შუალედით, ერთსა და იმავე დღეს, 12 ივლისს გარდაიცვალნენ.

მათი სასიყვარულო ურთიერთობა 72 წლის წინ დაიწყო. წყვილმა ერთმანეთი ერთ-ერთ კაფეში გაიცნო. 

“ფრენცისი მუშაობდა ერთ პატარა კაფეში, ვეინესბოროში, ვირჯინიას შტატში”- თქვა ჰერბერტ დილეიგლმა 2018 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში - “მე მას თვალს ვერ ვწყვეტდი, ბოლოს თავს ძალა დავატანე და პაემანზე დავპატიჟე”.

პირველ პაემანზე ისინი კინოში წავიდნენ, ერთი წლის შემდეგ კი ჰერბერტმა მას ცოლობა სთხოვა.

მერლინ დილეიგლმა თავის ქმართან ერთად 6 წელი გერმანიაში გაატარა, მანამ, სანამ ჰერბერტი მეორე მსოფლიო ომის დროს ჯარში მსახურობდა. ჰერბერტი იბრძოდა კორეასა და ვიეტნამშიც, მან სამხედრო სამსახურში 22 წელი გაატარა.

წყვილს ჰყავს 6 შვილი, 16 შვილიშვილი, 25 შვილთაშვილი და სამი შვილთაშვილის შვილი.

ისინი ორშაბათს, 15 ივლისს დაკრძალეს.

ნიუ-იორკის ლენოქს ჰილ საავამყოფოს ფსიქიატრმა განაცხადა, რომ ქალს, სავარაუდოდ, გატეხილი გულის სინდრომი ჰქონდა, რომლის მიხედვითაც ერთი ადამიანის სიკვდილი განპირობებულია მეორე, მისი საყვარელი ადამიანის სიკვდილით.

კომენტარები