არჩევნები 2019

მარგველაშვილი: ხმა მივეცი ადამიანს, ვინც სასამართლოში იცავდა მოქალაქეების ინტერესებს

მე ხმა მივეცი ადამიანს, რომელიც ბრძოლის ველზე იარაღით გვიცავდა მტრისგან, რომელიც სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეების ინტერესებს, როდესაც ისინი ილახებოდა. მე ხმა მივეცი იმას, რომ ასეთი ადამიანები უნდა იქნენ გამორჩეულნი და დაფასებულნი და მათ უნდა ჰქონდეთ მომავალი პოლიტიკაში. თუ ეს არ მოხდება, ჩვენ პოლიტიკაში გვეყოლება თოჯინები, რომლებიც არა თავისუფალ პოზიციას დააფიქსირებენ და თავის აზრს, არამედ იმას, რასაც მათ უბრძანებენ. ეს არჩევანი მთაწმინდელებმა აუცილებლად უნდა გააკეთონ.

მე მაქვს იმედი, რომ მთაწმინდის მოსახლეობა პასუხს გასცემს იმ ძალიან ბინძურ კამპანიას, რომელიც ერთერთი ჩვენგანის, ჩვენი თანამებრძოლის, მართლა გამორჩეული ადამიანის წინააღმდეგ იქნა ნაწარმოები, არ შეიძლება, საზოგადოებამ მოითმინოს, როცა იმ ადამიანს, ვინც შენთვის იბრძოდა წლების განმავლობაში, ასე ცდილობენ, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ, მას კი არა, ჩვენ გვაყენებდნენ შეურაცხყოფას იმის განცდით, რომ ყველაფერს დავიჯერებთ და გადავყლაპავთ. მე მჯერა, რომ მთაწმინდელები თავის პოზიციას დააფიქსირებენ

ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკუთარი არჩევანი გააკეთა. მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური ქართული ოცნების კანდიდატს ლადო კახაძესა და ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების კანდიდატ შალვა შავგულიძეს შორის მიმდინარეობს.

კომენტარები