გახარია თბილისი პრაიდზე: გამოხატვის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის ვაბალანსებთ

სტრასბურგში ჩივილი [ლგბტქ აქტივისტების მხრიდან] საქართველოს მოქალაქის უფლებაა. რა თქმა უნდა, როგორც ვიცავთ გამოხატვის თავისუფლებას, ისე დავიცავთ ამ უფლებას. თუმცა, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ შსს-ს ძირითადი ამოცანაა, იპოვოს ბალანსი გამოხატვის თავისუფლებას და უსაფრთხოებას შორის. ეს პირველ რიგში გამომდინარეობს ჩვენი თითოეულ მოქალაქეზე ზრუნვიდან

განაცხადა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ "იმედი LIVE"-ის ეთერში

კომენტარები