ცნობილი ადამიანები

კიმ კარდაშიანსა და კანიე უესტს მეოთხე შვილი შეეძინათ

Elle.co.uk

კიმ კარდაშიანსა და კანიე უესტს მეოთხე შვილი, ბიჭი შეეძინათ - ამის შესახებ კიმ კარდაშიანმა ტვიტერზე დაპოსტა.

”ის აქ არის და შესანიშნავია”, - დაწერა კიმ კარდაშიანმა.

წყვილის მეოთხე შვილი, ისევე როგორც მესამე, სუროგატმა დედამ გააჩინა. 

კიმ კარდაშიანის თქმით, ის მეორე შვილის გაჩენის შემდეგ ექიმებმა გააფრთხილეს, რომ კიდევ ერთხელ მშობიარობას შესაძლოა მისთვის ან ბავშვისთვის პრობლემები შეექმნა.

ჯერჯერობით უცნობია რა დაარქვა წყვილმა ახალშობილს.

კომენტარები