პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები

ძიძიგური: ტერორისტები თავს ჭრიან მსხვერპლს, დებენ იუთუბიზე ან საღაცა და აშშ ვერ პოულობს მათ

როცა ვამბობთ, რომ იქნებ ხელისუფლებას სჭირდება ეს და ხელისუფლებამ გააკეთა, იქნებ სხვას სჭირდება და გააკეთა? დღევანდელი ტექნოლოგიური სამყარო ისეთია, რომ ნებისმიერ ადამიანს, კერძო პირსაც შეუძლია ასეთი ტიპის მასალები განათავსოს და აღმოჩენა ძალიან რთულია ამ ადამიანების. ტერორისტები, რომლებიც თავს ჭრიან ხოლმე თავიანთ მსხვერპლს, დებენ იუთუბიზე ან საღაცა ატვირთავენ ინტერნეტში ამას და მთელი ამერიკის სპეცსამსახურები ეძებენ ამ ადამიანებს და ვერ პოულობენ. ასე ადვილი არ არის ამის მოძებნა.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ზვიად ძიძიგური ტვ პირველის ეთერში საუბრობს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე.

კომენტარები