ცნობილი ადამიანები

"ერთ-ერთი საუკეთესო დღეა" - კანიე უესტმა კიმ კარდაშიანს სიურპრიზი მოუწყო

კანიე უესტმა თავის ცოლს კიმ კარდაშიანს სიურპრიზი მოუწყო.

კიმ კარდაშიანმა კვირას ტვიტერზე ვიდეო გააზიარა, სადაც მას კანიე უესტი Facetime-ით ურეკავს, შემდეგ კი ჯგუფ 112-ს 1996 წელს გამოშვებულ სიმღერას "Cupid"-ს ამღერებს მისთვის.

სიმღერის დასრულების შემდეგ, კიმ კარდაშიანი ამბობს რომ "ეს ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ცხოვრებაში", შემდეგ კი იძახის რომ მან თავის დებს უნდა დაურეკოს.

ზარის შემდეგ კარდაშიანმა ტვიტერზე პოსტიც გამოაქვეყნა.

"თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ რას ნიშნავდა ეს ზარი ჩემთვის. 112 ჩემი საყვარელი ჯგუფია, მე კინაღამ ვიტირე. კორტნიმ და ქლოემ ზუსტად გამიგეს, მათაც უყვართ 112", - დაწერა კიმ კარდაშიანმა.

კომენტარები