ცნობილი წყვილები

მსახიობი კრის პრატი არნოლდ შვარცენეგერის შვილზე დაინიშნა

ამერიკელი მსახიობი კრის პრატი, კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორის და ასევე მსახიობის არნოლდ შვარცენეგერის შვილზე დაინიშნა. 

ამის შესახებ ინფორმაცია მსახიობმა instagram-ის გვერდზე გაავრცელა. 

"ძვირფასო კეტრინ, მე ისეთი ბედნიერი ვარ რომ შენ დამთანხმდი, ძალიან აღელვებული ვარ, რადგან შენზე ვქორწინდები!",- წერს 39 წლის მსახიობი. 

"გალაქტიკის მცველების" ვარსკვლავი მანამდე მსახიობ ანა ფერისზე 8 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული. წყვილი 2017 წელს დაშორდა. მათ ერთი შვილი ჰყავთ. 

ფერისმა ყოფილ ქმარს ნიშნობა მიულოცა. 

"თქვენ ორის გამო ძალიან ბედნიერი ვარ!",- წერს მსახიობი ფოტოს კომენტარებში. 

კომენტარები