კიმ კარდაშიანი

კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი სუროგატი დედისგან მეოთხე შვილს ელოდებიან

კიმ კარდაშიანი და კენიე უესტი მეოთხე შვილს ელოდებიან. მოარული ინფორმაცია PEOPLE-ს დაუდასტურეს.

წყვილი ბავშვს ამ შემთხვევაშიც სუროგატი დედის მეშვეობით გააჩენს. ამ მეთოდს მათ მესამე შვილის გაჩენისასაც მიმართეს.

საქმე ისაა, რომ პირველ ორ შვილზე რთული მშობიარობის შემდეგ ექიმებმა კარდაშიანს ორსულობის თავიდან არიდება ურჩიეს, რადგან ეს შეიძლება მისი სიცოცხლისთვის სახიფათო ყოფილიყო.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კიმის და კანიეს მეოთხე შვილი ბიჭია და ის მაისში დაიბადება.

კომენტარები