ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი ფარცხალაძეზე: მერიის თემაში პირიქით ჩნდება კითხვა, რომ საბაზროზე მეტი გადაიხადა

მე ​ერთადერთ თემაში ვიყავი ძალიან აქტიური, როდესაც მერიასთან, თუ გახსოვსთ, მე თვითონ მაქვს ყველა საბუთი ნანახი, მე თვითონ გავარჩიე, არ მაქვს კითხვები, აქვე გეუბნებით. ახლა მე არ მაქვს საბუთები წამოღებული, მერიას არავითარი მასზე ლობირება არ გაუკეთებია და მისთვის შეღავათი არ მიუცია, პირიქით უფრო დგას კითხვის ნიშანი, რომ იმაზე მეტი გადაიხადა, რაც საბაზრო იყო. ამაზე მე ვაგებ პასუხს. მე დოკუმენტები ახლა არა მაქვს. თუ გნებავთ, ჟურნალისტებმა იაქტიურეთ. ოდესღაც, როდესაც გამოძიება დასრულდება და საბუთები დაიდება ფარცხალაძეზე, მე დაგესწრებით, მოვაგროვოთ ყველა საბუთი და გავარჩიოთ საჯაროდ. აი ამას გპირდებით. მანამ, სანამ გამოძიება მიდის, ელემენტარული პატივი ვცეთ სახელმწიფოს.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის შესახებ ისაუბრა. მან კომენტარი გააკეთა თბილისის მერიასა და ფარცხალაძის კომპანიის ურთიერთობებზეც ისაუბრა.

კომენტარები