ცნობილი ადამიანები

კიმ კარდაშიანი: კანიე უესტთან ქორწინების შემდეგ დამოუკიდებლობა დავთმე

Entertainment Tonight

კიმ კარდაშიანმა The Alec Baldwin Show-ში კანიე უესტთან ქორწინებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მას თავისი დამოუკიდებლობის დათმობა მოუწია, როდესაც კანიე უესტს გაყვა ცოლად.

"ისეთ კაცთან ცხოვრებისას, როგორიც კანიე უესტია, სწავლობ როგორ არ უნდა იყო დამოუკიდებელი. მე ყოველთვის დამოუკიდებელი ვიყავი, ვმუშაობდი და მქონდა ჩემი განრიგი. როდესაც ქორწინდები, გყავს ქმარი, რომელსაც თავისი კარიერა აქვს და ასევე გყავს შვილები, შენ უნდა დათმო შენი დამოუკიდებლობა", - თქვა კიმ კარდაშიანმა.

მისივე თქმით, კანიე უესტთან ქორწინების შემდეგ ის უფრო ნაკლებად ასაჯაროვებს თავის პირად ცხოვრებასა და სივრცეს.

"ახლა ხშირად ვკითხულობ, სად უნდა წავიდეთ დასასვნებელად, რომ არავინ დაგვინახოს? მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემი პირადი სივრცე დაცული იყოს. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს მენდომებოდა", - თქვა კიმ კარდაშიანმა.

კომენტარები