არნოლდ შვარცენეგერი

არნოლდ შვარცენეგერი კიევში ჩაფრინდა

ჰოლივუდის ვარსკვლავი და კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი უკრაინაში ჩაფრინდა.

ის უკრაინის დედაქალაქ კიევში მიმდინარე ბიზნესფორუმში მიიღებს მონაწილეობას. 

შვარცენეგერს კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და ქვეყნის პრემიერმინისტრი ვლადიმერ გროისმანი შეხვდნენ.

შვარცენეგერთან შეხვედრის ფოტოები და ვიდეომიმართვა ვიტალი კლიჩკომ Facebook-ით გაავრცელა.  

"მე დავბრუნდები კიევში!",- ამბობს მსახიობი.

კომენტარები