კანიე უესტი და დონალდ ტრამპი

კანიე უესტის აზრით დონალდ ტრამპისთვის Apple-მა iPlane 1 უნდა შექმნას

კანიე ვესტი და დონალდ ტრამპი
Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს თეთრ სახლში ამერიკელი რეპერი კანიე უესტი მიიღო.

მათ ამერიკაში წარმოების საკითხებზე ისაუბრეს. კანიემ ტრამპს საკუთარი ბიპოლარულის აშლილობის დიაგნოზის შესახებაც უამბო და ასევე უთხრა, რომ MAGA (Make America Great Again-ტრამპის საარჩევნო სლოგანი) ქუდის ტარება მას თავს სუპერმენად აგრძნობინებს.

რეპერს ტრამპისთვის შეთავაზებაც ჰქონდა. კანიე უესტის აზრით ტრაპმა Air Force One-ის ნაცვლად Apple-ის iPlane 1-ით უნდა იფრინოს, რომელიც წყალბადზე მომუშავე თვითმფრინავი იქნება.

უესტმა ტრამპს თვითმფრინავის სურათი საკუთარ iPhone X-ში აჩვენა. გავრცელებული ინფორმაციით სურათზე ასახული თვითმფრინავი 2012 წელს შექმინილი iPlane-ის დიზაინია, თუმცა პროექტი არ განხორციელებულა.

"თუ ის კარგად არ გამოიყურება, ჩვენც არ გამოვიყურებით კარგად." უთხრა რეპერმა ჟურნალისტებს.

კანიე უესტი დონალდ ტრამპის ცნობილი მხარდამჭერია. მან 2016 წელს, კონცერტზე, დონალდ ტრამპს მხარდაჭერა გამოუცხადა, ამავე წლის დეკემბერში კი მას თეთრ სახლში შეხვდა.

კომენტარები