წმიდა სინოდი

წმიდა სინოდი: სულიერი ცოდნა დაგვიცავს გონებისა და გულის ამპარტავნებისაგან

patriarchate.ge

საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, წმიდა სინოდის 21 ივნისის კრებაზე, პატრიარქმა ილია მეორემ "ხაზგასმით აღნიშნა სასწავლებლებში ბავშვთა ადრეულ ასაკში ღრმა-ფილოსოფიური აზროვნების განსავითარებლად და ლოგიკური მოქმედებების უნარ-ჩვევების სწავლების შესაძენად სათანადო სწავლების აუცილობლობაზე". 

როგორც წმიდა სინოდის სხდომის ოქმში წერია, კრებამ მოიწონა და აღნიშნა, რომ დიდი ხანია ამ საკითზე მიმდინარეობს საუბარი.

"სასწავლებლებში დროულად დასაწყებია მსგავსი მიდგომების დანერგვა. ასევე, შესაბამისი სერთიფიკატების გაცემა და სასწავლო პროგრამების დამუშავება საპატრიარქოს განათლების ცენტრთან ერთად და რაც მთავარია, სულიერების ამაღლება, რადგან სულიერი ცოდნა დაგვიცავს გონებისა და გულის ამპარტავნებისაგან" - ნათქვამია სინოდის სხდომის ოქმში.

კომენტარები