დღეს ჩვენ ვიკრიბებით, რომ დავიცვათ ოჯახური სიწმინდე, დავიცვათ ოჯახური ღირებულებები. ადამიანის უმთავრესი გზა ეს არის ოჯახური ცხოვრება. როცა ღმერთმა შექმნა ადამიანი, ის ოჯახად შექმნა, ადამიც და ევაც. ოჯახი ეს არ არის უბრალო ინსტიტუტი, როგორც ხშირად ამბობენ, ეს არის ყოფიერების ის ფორმა, რომელიც ღმერთმა შექმნა. ჩვენ ღმერთმა ასეთი ცხოვრებისთვის შეგვქმნა. ჩვენ ვიცავთ ყველაზე ძირეულს. ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ადამიანის ამაღლებასთან, მის განწმენდასთან, ცხონებასთან ბრძოლა. უფალმა ინებოს, არასოდეს დავთმოთ ოჯახური სიწმინდე, შევინარჩუნოთ და ეს არის საწინდარი ჩვენი ამაღლებისა.
tbl.ge/2xfx
დაკოპირდა

ინტერპრესნიუსის ცნობით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ქაშვეთის ტაძარში ქადაგებისას.
ამავე თემაზე
- საია: საქართველო წლევანდელ 17 მაისსაც პოლიტიკური ჰომოფობიის ფონზე ხვდება
- 17 მაისს შიო III სამებაში წირვას აღავლენს, ქაშუეთიდან მსვლელობა გაიმართება – საპატრიარქო
- Tbilisi Pride: სოლიდარობას ვუცხადებთ რეჟიმის მიერ ჩაგრულ ყველა ადამიანს
- SJC: ჰომოფობიის განმტკიცებით, ოცნება პრორუსული ავტოკრატიების კიდევ ერთ მარკერს იძენს
- მდინარაძე: დღეს ყველამ დაინახა, სად და რა ღირებულებების მხარეს დგას ქართველი ხალხი!




