დღეს არის ოჯახის სიწმინდის დღე. ეს არის დღე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დაგვიდგინა, როგორც ეროვნული დღესასწაული და მადლობას ვუხდით ამისთვის. როგორც არასდროს, ისეთი საჭირო იყო ბოლო წლებში ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე, ვინაიდან ოჯახის დანგრევის და განშორებათა სტატისტიკა არის საგანგაშო. სულ უფრო და უფრო მეტად გაისმის მოწოდებები ანტიოჯახური ღირებულებების დაკანონებისა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შემაშფოთებელია. დღეს ჩვენ ვიკრიბებით, რომ დავიცვათ ოჯახური სიწმინდე, დავიცვათ ოჯახური ღირებულებები. ადამიანის უმთავრესი გზა ეს არის ოჯახური ცხოვრება. როცა ღმერთმა შექმნა ადამიანი, ის ოჯახად შექმნა, ადამიც და ევაც. ოჯახი ეს არ არის უბრალო ინსტიტუტი, როგორც ხშირად ამბობენ, ეს არის ყოფიერების ის ფორმა, რომელიც ღმერთმა შექმნა. ჩვენ ღმერთმა ასეთი ცხოვრებისთვის შეგვქმნა. ჩვენ ვიცავთ ყველაზე ძირეულს. ოჯახთან და მის ღირებულებებთან ბრძოლა არის ღმერთთან ბრძოლა, ადამიანის ამაღლებასთან, მის განწმენდასთან, ცხონებასთან ბრძოლა. უფალმა ინებოს, არასოდეს დავთმოთ ოჯახური სიწმინდე, შევინარჩუნოთ და ეს არის საწინდარი ჩვენი ამაღლებისა.
tbl.ge/2xfw
დაკოპირდა
ინტერპრესნიუსის ცნობით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ქაშვეთის ტაძარში ქადაგებისას.
ამავე თემაზე
- NGO-ები: LGBTQ თემისთვის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებით სარგებლობა კვლავ მიუღწეველი მიზანია
- ომბუდსმენი: საჯარო პირების შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ახალისებს LGBT თემის დისკრიმინაციას
- კალაძე: მინდა, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ოჯახის სიწმინდის დღე მივულოცო
- 17 მაისს ეკლესია მრევლს კვლავ რუსთაველზე ეპატიჟება
- მეუფე შიო: ქორწინება არის ერთ-ერთი მთავარი ნიშან-თვისება, რითიც განვსხვავდებით პირუტყვისგან