ჟულიან ასანჟი

პამელა ანდერსონის წერილი კანიე უესტს - "მხარი დაუჭირე ჟულიან ასანჟს"

Cosmopolitan.com

პამელა ანდერსონმა მომღერალ კანიე უესტს საჯარო თხნოვნით მიმართა. მსახიობი მომღერალს თხოვს, რომ მხარი დაუჭიროს მისი თქმით, მის შეყვარებულს ჟულიან ასანჟს.

"გამარჯობა კანიე, იმედი მაქვს რომ კარგად ხარ, მაინტერესებს შენი აზრები ჟულიან ასაჟთან დაკაშვირებით - მე მას მხარს ვუჭერ და ასევე, ვიცი შენი დამოკიდებულება სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ამერიკაში ცდილობენ, რომ მას [ასანჟს] სიცოცხლე წაართვან, ან უარესი სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებებში დასდონ ბრალი." - წერს პამელა ანდერსონი.

ანდერსონის თქმით, მისი შეყვარებული "პატარა ოთახში არის გამოკეტილი, სადაც მას არ აქვს უფლება ისარგებლოს მობილური ტელეფონით, მიიღოს მნახველები, გამოიყენოს ინტერნეტი, ეს კი მისი წამებაა."

"ის გენიოსია. მსოფლიოს ნამდვილი ლიდერი, რომელსაც ადამიანები უყვარს. საჯარო მხარდაჭერა მას თავისუფლებას მოუტანს. მედია ამას არ აკეთებს, ამიტომ მამაცი ხმები არის ერთადერთი იმედი მისი გადარჩენის." - წერს პამელა ანდერსონი კანიე უესტს.

შეგახსენებთ, რომ 2010 წელს, ერაყში ყოფნისას, რიგითმა ბრედლი მენინგმა WIKILEAKS-ს მიაწოდა ასიათასობით სამხედრო და დიპლომატიური დოკუმენტი. მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული დიპლომატიური მიმოწერა, ერაყსა და ავღანეთში სამხედრო ოპერაციების შესახებ შეტყობინებები, ბრძოლის ველზე ჩაწერილი ვიდეომასალა. ამ ინფორმაციის უდიდესი ნაწილი WIKILEAKS-მა და მისმა დამფუძნებელმა ჟულიან ასანჟმა ინტერნეტში გამოაქვეყნა.

ასანჟი 2012 წლიდან შვედეთში ჩადენილი სექსუალური დანაშაულის ბრალდებით იძებნება. თავად ჟურნალისტი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ აღძრული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ასანჟი დიდ ბრიტანეთში ეკვადორის საელჩოში იმყოფება. ის პოლიციისთვის მიუწვდომელია, რადგან უცხო ქვეყნის საელჩოს ტერიტორიაზე იმყოფება.

კომენტარები