თბილისის საკრებულო

საკრებულო: ვარდების რევოლუციის მოედანს I დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი ეწოდოს

GHN

თბილისის საკრებულო გამოდის ინიციატივით, რომ ვარდების რევოლუციის მოედანს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი ეწოდოს. ამ ინიციატივას ხვალ, 2 მაისს თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განიხილავენ.

"საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, 26 მაისი და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილე ჩვენი ქვეყნის და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია.

სწორედ ამიტომ თბილისის საკრებულოს ინიციატივაა, რომ დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელი ეწოდოს.

აღნიშნულ ინიციატივას, 2 მაისს თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე განიხილავენ. გარდა ამისა, კომისიის წევრები რიგი ქუჩებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმომწერ საზოგადო მოღვაწეთა სახელების მინიჭების შესახებ იმსჯელებენ" - აცხადებს თბილისის საკრებულო.

ვარდების რევოლუციის მოედანს ეს სახელი 2005 წელს დაერქვა. იქამდე, 1983 წლიდან, რესპუბლიკის მოედანი ერქვა.

კომენტარები