მარკ ზაკერბერგი აშშ-ის სენატის კითხვებს პასუხობს - სენატორებს Facebook-ის დამფუძნებელთან კითხვები 50 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაციის გაცემის შესახებ აქვთ.
ზაკერბერგმა თქვა, რომ კომპანიამ ზიანის თავიდან ასაცილებლად ყველაფერი არ გააკეთა.
Facebook-ის 13-წლიანი არსებობს მანძილზე ყველაზე დიდი სკანდალი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, როდესაც New York Times-მა, Channel 4-მა და The Guardian-მა ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეს. მათ მიერ მოპოვებული მასალებიდან ირკვევა, რომ acebook-ის 50 მილიონი მომხმარებლის ანგარიში დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებულმა კომპანია Cambridge Analytica-მ საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენა.
მაშინ ზაკერბერგმა თქვა, რომ ის "მართალი ადამიანია" და რომ Facebook-მა წარსულში შეცდომა დაუშვა, რითიც “არაკეთილსინდისიერმა დეველოპერებმა” ისარგებლეს და მათ მილიონობით მომხმარებლის პერსონალური მონაცემის შეგროვება შეძლეს.
ვრცლად Facebook-თან დაკავშირებული სკანდალის შესახებ წაიკითხეთ აქ.