საუბარი რელიგიაზე

რა გამოწვევების წინაშე დგანან საქართველოს შიიტები?

იმამ ალის სახელობის მარნეულის ცენტრალური მეჩეთი სახელმწიფოს მიერ შექმნილ სამუფთო სამმართველოს არ ემორჩილება. აქაური მუსლიმები მოითხოვენ პატივი სცენ მათ რელიგიურ ავტონომიას. არსებობს საფრთხე, რომ სახელმწიფო მეჩეთს მისდამი ლოიალურ რელიგიურ ორგანიზაციას გადასცემს.

გადაცემა იმამ ალის სახელობის მეჩეთში ჩავწერეთ. ფილოლოგ ოქტაი კაზუმოვთან ერთად, ჩვენ ვმსჯელობთ შიიტურ და სუნიტურ ისლამს შორის განსხვავებებზე, შიიტური თემის წარსულ და აწმყო გამოცდილებებსა და იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ისინი აღმოჩნდნენ.

კომენტარები