ეკონომიკური ზრდა

საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სწაფად მზარდი სექტორების რეიტინგი

Thomas Peter / Reuters

2017 წლის 10 თვეში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 4.9% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც დაზუსტებულია თუ ეკონომიკის რომელი სექტორი რა სიჩქარით იზრდებოდა. საიდანაც ირკვევა, რომ ყველაზე მაღალი - 12.6%-იანი ზრდა სასტუმროებისა და რესტორნების სექტორშია. სოფლის მეურნეობაში კი ზრდის ნაცვლად 2.8%-იანი შემცირებაა.

საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მაღალი ტემპით მზარდი სექტორების რეიტინგი, 2017 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით:

  1. სასტუმროები და რესტორნები - 12.6%
  2. სამთომომპოვებითი მრეწველობა - 10.6%
  3. მშენებლობა - 9.3%
  4. ვაჭრობა - 9.3%
  5. საფინანსო საქმიანობა - 7.2%

ამ დარგების წილი ეკონომიკის მთლიან გამოშვებაში


ფოტო: საქსტატი

კომენტარები