თსუ-ის გაზეთი

"ბოღმებო, უმადურებო, დაუნახავებო" - თსუ-ის გაზეთის რედაქტორი ენმ-ის მხარდამჭერებს

Facebook/ Nino Kakulia

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთის "თბილისის უნივერსიტეტის" რედაქტორი ნინო კაკულია, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატის რომან კაკულიას დაა, უკვე დიდი ხანია, Facebook-ზე ღიად აფიქსირებს თავის მხარდაჭერას მმართველი გუნდის მიმართ. 

მის პირად გვერდზე არაერთ პოსტს შეხვდებით, სადაც კაკულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს ისეთი სიტყვებით მოიხსენიებს, როგორიცაა ბოღმა, უმადური, დაუნახავი და ა.შ.

ტაბულას კითხვაზე, რამდენად ეთიკურია მისი მხრიდან ასეთი პოსტების წერა, როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთის რედაქტორი და გადაცემის მთავარი პროდიუსერია, კაკულია გვპასუხობს, რომ ეს მისი პირადი გვერდია და ამის უფლება აქვს. ამასთან, ამატებს, რომ ასე იქცევიან რუსთავი 2-ის ჟურნალისტებიც. 

"ეს არის პირადი გვერდი, სადაც საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს... ეს არ არის რედაქტორის გვერდი, ეს არის ნინო კაკულიას გვერდი, მაგრამ ვინაიდან ეს არის ჩემი პირადი გვერდი, მე მგონი, ჟურნალისტები პოლიტიკაზე ძალიან ხშირად საუბრობენ. და მაშინ რა უნდა ვთქვათ, როცა რუსთავი 2-ის ჟურნალისტები საოცარ ტექსტებს წერენ ხან ივანიშვილზე, ხან ოცნებაზე და ა.შ."- ამბობს კაკულია. 

ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ რუსთავი 2 კერძო მედიაა, თავად კი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთს წარმოადგენს, კაკულია გვპასუხობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი ვასილ მაღლაფერიძეც ასევე თავისუფლად აფიქსირებს პოლიტიკურ შეხედულებებს. 

"მაშინ არავის არ უკითხავს, როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო სათავეში, მე რამდენად შეზღუდული ვიყავი, ჩემი პოლიტიკური აზრი დამეფიქსირებინა, იმდენად საშიშროება იყო და ახლა ღმერთის წყალობით, ვარ თავისუფალი და მინდა ოცნებაზე კრიტიკას დავწერ, როცა ამის საბაბს ოცნება მომცემს და მინდა, ნაციონალურ მოძრაობაზე დავწერ იმას, რასაც ვფიქრობ,"- გვპასუხობს ნინო კაკულია.  

კაკულია საუბრის ბოლოს კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ეს მისი პირადი გვერდია, ხოლო საქმიანობისას საკუთარ შეხედულებებს არასდროს აძლევს გასაქანს, თუმცა შეგიძლიათ, იხილოთ გადაცემა "უნივერსიტეტის", რომლის პროდიუსერიც ასევე ნინო კაკულიაა, 8-წუთიანი სიუჟეტი პარლამენტის ვიცესპიკერ ირაკლი კობახიძის ოჯახზე.

გთავაზობთ თსუ-ის რედაქტორის რამდენიმე პოსტს, სადაც ის ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და მის მხარდამჭერებს აკრიტიკებს. 

ნინო კაკულია ბირჟა მაფიის კლიპის შესახებ:

 

კომენტარები