2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბორჯომში 950 ჰექტარი ტყის მასივი რუსულმა მხარემ გადაწვა. ხანძარი რამდენიმე კვირას გრძელდებოდა და მან სრულად გაანადგურა 250 ჰექტარის მოცულობის წიწვოვანი ტყე.
ტყის აღდგენის მიზნით დაიწყო სოციალური კამპანია "აღადგინე" რომლის მეშვეობითაც მოსახლეობას და ბიზნესებს ბორჯომის ტყის აღდგენაში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ.
კაპმანიის ფარგლებში წელს 30 ათასამდე ხე დაირგო რომელთა დიდი ნაწილიც ბოლო ორი დღის განმავლობაში არსებულმა ხანძარმა გაანადგურა.
ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზების პროცესში, ამ დროისთვის, 3 ვერტმფრენი, 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე ტექნიკაა ჩართული.
ბორჯომში ხანძარი კვირას გაჩნდა. გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია ხანძრის ლოკალიზების შესახებ, თუმცა ღამით ხანძარი გაძლიერდა და ახალი ტერიტორიები მოიცვა. ხანძარის ფართობი 12 ჰექტარია.