ხანძარი

სოფელ დაბაში ვერტმფრენებმა მუშაობა დროებით შეწყვიტეს

გარემოს დაცვის სამინისტრო

ბორჯომის რაიონის სოფელ დაბაში ვერტმფრენებმა მუშაობა დროებით შეწყვიტეს.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გადაწყვეტილება ცუდი ხილვადობის, დაკვამლიანების და ძლიერი ქარის გამო, სპეციალისტების რეკომენდაციით მიიღეს. სამინისტროს განცხადებით, როგორც კი რეკომენდაციას მიიღებენ, ვერტმფრენები ხანძრის ჩაქრობის პროცესში ისევ ჩაერთვებიან.

სატყეო სააგენტო კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ აზერბაიჯანმა საქართველოში მეორე ვერტმფრენიც გამოგზავნა.


ფოტო: Eto Merebashvili/fb.com

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის რაიონის, სოფელ დაბასთან, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ბოლომდე ლოკალიზება გაძლიერებული ქარისა და დაკვამლიანების გამო ვერ ხერხდება.

სოფელ დაბას მიმდებარედ მთის ქედზე გაჩენილია ხანძრის ახალი კერები, ცეცხლი ტყის მასივსაც მოედო.

სამინისტროს განცხადებით, მაშველებს ხილვადობაში ხელს გართულებული მეტეოროლოგიური პირობები და დაკვამლიანება უშლის.

მათივე ცნობით, ამ დროისათვის ცეცხლი დაახლოებით 5 ჰა-ზე მეტ ფართობზეა გავრცელებული.

კომენტარები