Game of thrones

ჰაკერებმა Game of Thrones-ის მსახიობების პერსონალური მონაცემები გამოაქვეყნეს

HBO

ჰაკერებმა, Game of Thrones-ის ახალი სეზონის სცენარების გარდა, მსახიობების პირადი მონაცემები, ელექტრონული ფოსტა, საცხოვრებელი ადგილის მისამართები და მობილურის ნომრები გამოაქვეყნეს.

კიბერდამნაშავეები კომპანია HBO-სგან 7 მილიონი დოლარის მიღებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიებისა და კონფიდენციალური ინფორმაციის გამოქვეყნებით იმუქრებიან.

ჰაკერებმა ტელეკომპანიას სამდღიანი ვადა მისცეს.

1 აგვისტოს ჰაკერებმა HBO-ს სერვერებიდან 1.5 ტერაბაიტის მოცულობის ინფორმაცია მოიპარეს. წინა კვირაში მათ Game of Thrones-ის მეოთხე სერია პრემიერამდე ინტერნეტში გაავრცელეს, გუშინ კი მეშვიდე სეზონის მეხუთე სერიის სცენარი ინტერნეტში ატვირთეს.

კომენტარები