მარკ ზაკერბერგი

ზაკერბერგმა საკუთარი საარჩევნო ფონდისთვის კლინტონის კამპანიის სტრატეგი დაიქირავა

Getty Images

Facebook-ის დამაარსებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ზაკერბერგმა და მისმა მეუღლე პრისცილა ჩანმა ჰილარი კლინტონის საარჩევნო კამპანიის ყოფილი სტრატეგი ჯოელ ბენენსონი კონსულტანტად დანიშნეს.

Benenson Strategy Group-ი ზაკერბერგის საქველმოქმედო ფონდ Zuckerberg-Chan Initiative-სთვის სოციალურ კვლევებს ჩაატარებს.

ბენენსონის გარდა, წყვილმა იანვარში, ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანიის ყოფილი სტრატეგი დევიდ პლაუფა და ჯორჯ ბუშის უმცროსის კამპანიის ყოფილი სტრატეგი კენ მელმანი დაიქირავეს. 

გამოცემა Poltico აღნიშნავს, ბენენსონთან კავშირი კიდევ უფრო ამყარებს ჭორებს, რომელიც მარკ ზაკერბერგის პოლიტიკურ ამბიციებთან დაკავიშირებით ვრცელდება.

კომენტარები