აშშ-ირანი

ტრამპი: ირანი ცეცხლს ეთამაშება

AP

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ ირანი ცეცხლს ეთამაშება.

"ირანი ცეცხლს ეთამაშება. ისინი არ აფასებენ, რამდენად "კეთილი" იყო მათ მიმართ პრეზიდენტი ობამა. მე ასეთი არ ვიქნები!" - დაწერა ტრამპმა.


გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია მომავალ კვირაში ირანისთვის ახალი სანქციების დაწესებას გეგმავს.

გუშინ, დონალდ ტრამპმა ირანი ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო გააფრთხილა. ირანის მიერ რაკეტების გამოცდა, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ეწინააღმდეგება.

კომენტარები