გაეროს უშიშროების საბჭო აშშ-ის თხოვნით, ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტის დატესტვის გამო საგანგებო შეხვედრას გამართავს.
საბჭოს სხდომაში მონაწილეობას გაეროში აშშ-ის ახალი წარმომადგენელი ნიკი ჰეილი პირველად მიიღებს.
კვირას, Fox News-მა პენტაგონის წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ თეირანიდან 225 კილომეტრის დაშორებით მდებარე პოლიგონზე ირანმა ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა.