თბილისის მერია

სადღესასწაულო დღეებში, მეტრო და საბაგირო უფასოდ იმუშავებს

სადღესასწაულო დღეებში, მეტრო და საბაგირო გზა „რიყე-ნარიყალა“, ასევე კუს ტბის საბაგირო მოქალაქეებს უფასოდ და გახანგრძლივებული გრაფიკით მოემსახურება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მერის თქმით, ახალი წლის ღამეს, 2016 წლის 31 დეკემბრის 00:00 საათიდან 2017 წლის პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ასევე, შობას - 2017 წლის 6 იანვრის 00:00 საათიდან 2017 წლის 7 იანვრის 04:00 საათამდე მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება.

გარდა ამისა, მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ გადაადგილებას საბაგირო გზით - „რიყე-ნარიყალა“ და „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ 2016 წლის 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 2017 წლის პირველი იანვრის 03:00 საათამდე.

კომენტარები