შსს: ე.წ. ქურდული სამყაროს წევრი "ქურდულ საერთოს" აგროვებდა

შსს

კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 1976 წელს დაბადებული ს.გ. თბილისში დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, "ბრალდებულს სისტემატური ურთიერთობა ჰქონდა ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებთან და ე.წ. ქურდული სამყაროსათვის სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად ეხმარებოდა თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ "კანონიერ ქურდს“ - კ.გ.-ს ე.წ. "ქურდული საერთოს" შეგროვების ორგანიზებაში. მისივე მითითებით, დაკავებული სისტემატურად აგროვებდა და ინახავდა ე.წ. "ქურდული საერთოსთვის" განკუთვნილ ფულს."

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, 30 700 აშშ დოლარი, 1000 ლარი, სხვადასხვა ჩანაწერი - ე.წ. "ქურდული საერთოს სიები" და ძვირადღირებული ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით), რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 8 წლამდე, ჯარიმით ან უამისოდ.

კომენტარები