საქართველოს პარლამენტი

კვირიკაშვილი პრეზიდენტს: საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების ადგილი პარლამენტია

facebook.com/PresidentMargvelashvili

პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას უპასუხა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების ადგილი პარლამენტია.

"არაერთხელ მითქვამს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადება არ არის პირველი რიგის ამოცანა. ეს არის ალბათ დაახლოებით ერთწლიანი პროცესი, რომელშიც მაქსიმალური ჩართულობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ბუნებრივია, რომ ალბათ პრეზიდენტიც ამ პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების ადგილი არის საქართველოს პარლამენტი, რომელსაც გააჩნია საკანონმდებლო და, მათ შორის, საკონსტიტუციო ინიციატივის უფლება. ამიტომ, არ მინდა რომ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ რაღაც დაპირისპირება ხდება. არავითარ შემთხვევაში. ვეცდებით, რომ კონსტრუქციულად გავაგრძელოთ დიალოგი, რომელიც პრეზიდენტთან გვაქვს",- თქვა კვირიკაშვილმა.

დღეს, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს გააცნო ინიციატივა საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ. მან თანათავმჯდომარეობა პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შესთავაზა.

კომენტარები