ვიზალიბერალიზაცია

გერმანიაში მცხოვრებ ქართველთა 37 % კანონდამრღვევია

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შს სამინისტროს 2015 წლის მონაცემებით, საქართველო იმ 25 ქვეყანას შორის არის, რომელთა მოქალაქეებიც გერმანიის ტერიტორიაზე ყველაზე ხშირად არღვევენ კანონს.

სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ქვეყნის ტერიტორიაზე იმ კანონდამრღვევთა რაოდენობა, რომლებიც გერმანიის მოქალაქეები არ არიან - 911 864 იყო, მათგან 8085 საქართველოს მოქალაქეა. ამ რიცხვით საქართველო სიის 24-ე ადგილს იკავებს.

ქვეყნის შს სამინისტროს ცნობით, სირიის მოქალაქეები გერმანიაში ყველაზე ხშირად არღვევენ კანონს, მათი რაოდენობა 134 177-ს შეადგენს. მეორე ადგილას არიან თურქეთის მოქალაქეები - 78 014 კანონდამრღვევით.

კანონდამრღვევების რაოდენობით საქართველოს წინ ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყანა უსწრებს: რუმინეთი (4-ე ადგილი), პოლონეთი (5-ე ადგილი), იტალია (მე-11), ბულგარეთი (მე-12) და საბერძნეთი (20-ე).

გერმანიაში 2015 წლის მონაცემებით, 22 030 საქართველოს მოქალაქეა რეგისტრირებული, ამავე წელს, მათგან თითქმის 37%-მა კი კანონი დაარღვია (8085). გერმანიაში რეგისტრირებული სირიის მოქალაქეებიდან კანონი ასევე თითქმის 37%-მა დაარღვია. რაც შეეხება, გერმანიაში რეგისტრირებულ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, გერმანიაში რეგისტრირებული პოლონეთის მოქალაქეებიდან კანონი 6 %-მა დაარღვია. რეგისტრირებული იტალიის მოქალაქეებიდან კანონდამრღვევთა რიცხვი 4 %-ია. საბერძნეთის მოქალაქეებიდან კი მხოლოდ 3%.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის ოფიციალური მონაცემებით შემდეგი 25 ქვეყენის მოქალაქეები ყველაზე ხშირად არღვევდნენ კანონს გერმანიის ტერიტორიაზე. საქართველო ამ ცხრილში კანონდამრღვევი მოქალაქეთა რაოდენობით 24-ე ადგილზეა, თუმცა ქართველ კანონდამრღვევთა რაოდენობა გერმანიაში მცხოვრები ქართველების თითქმის 37 %-ს შეადგენს, რითიც საქართველო პროცენტული მონაცემებით 6-ე ადგილს იკავებს.

გერმანიაში რეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებიგერმანიაში რეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქე კანონდამრღვევებიგერმანიაში რეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების საერთო რაოდენობიდან რამდენია კანონდამრღვევი პროცენტულად1) სირია 366 556134 17736.6 %2) თურქეთი 1 506 11378 0145.2 %3) ავღანეთი 131 45461 09746.5 %4) რუმინეთი 452 71852 53111.6 %5) პოლონეთი 740 96244 6596.02 %6) ერაყი 136 39938 30428.1 %7) სერბეთი 260 21233 56112.9 %8) კოსოვო 208 61333 51216.1 %9) ალბანეთი 69 53228 84541.5 %10) ერიტრეა 31 10024 52578.9 %11) იტალია 596 12724 2304.1 %12) ბულგარეთი 226 92618 3558.8 %13) პაკისტანი 61 72015 36324.9 %14) მაროკო 72 12914 43920 %15) ალჟირი 20 50513 68566.7 %16) რუსეთი 230 99413 2355.7 %17) ირანი 72 53112 01416.6 %18) ბოსნია-ჰერცოგოვინა 167 97511 4546.8 %19) მაკედონია 95 97611 23011.7 %20) საბერძნეთი 339 93110 0573 %21) ნიგერია 37 4049 96226.6 %22) სომალი 23 3509 91442.6 %23) უკრაინა 133 7748 2356.2 %24) საქართველო 22 0308 08536.7 %25) ხორვატია 297 8957 7332.6 %Bundesministerium des Innern2015 წლის სტატისტიკა 

კომენტარები