ფოკუსი

29 თებერვალი, 2016

- ალქესი პეტრიაშვილის დაჭრის საქმე კვლავ გამოუძიებელია - თავისუფალი დემოკრატები თანაგუნდელზე თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით პრემიერმინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. გარდა ამისა, მათ ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად რჩება ისიც, რომ ალექსი პეტრიაშვილის საქმეზე სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი გადაკვალიფიცირდეს მკვლელობის მცდელობად. თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში შვეიცარიის ყოფილ ელჩთან და ეუთოს მოქმედ წარმომადგენელთან გიუნტერ ბეხლერთან ერთად მივიდა. ალასანიას თქმით, პეტრიაშვილს, როგორც დაზარალებულს ადვოკატს აუყვანენ, რათა გაეცნოს თუ რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს გამოძება.

- ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის ხუთი კანდიდატი შეარჩეულია. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სამთავრობო კომისიამ გასაუბრების შედეგად, ქულათა ჯამით ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი და ანა დოლიძე დაასახელა. კანდიდატთა შორის ვერ მოხვდა საქართველოს საკონსტიტუციოს სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი.

კომენტარები